უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 704 300 (+1400) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 07.11.24-მდე: ტანკები – 9224 (+10), ჯავშანტექნიკა – 18612 (+20), საარტილერიო სისტემები – 20194 (+24), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1245.
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 996 (+0), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 18408 (+42), ფრთოსანი რაკეტები – 2631 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 28411 (+78), სპეციალური ტექნიკა – 3596 (+8).