არაჩვეულებრივი საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მას დიდი უპირატესობით ისტორიული გამარჯვება მივულოცე, ეს შედეგი შესაძლებელი მისმა გასაოცარმა წინასაარჩევნო კამპანიამ გახადა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდა.
“მე მისი ოჯახი და გუნდი დიდებულად შესრულებული სამუშაოსთვის შევაქე. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნოთ მჭიდრო დიალოგი და გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა. მსოფლიოსთვის და სამართლიანი მშვიდობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის ძლიერი და შეუვალი ლიდერობა“, – წერს ზელენსკი.