spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

როთი – ვისაც ევროკავშირის წევრობა სურს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა უზრუნველყოს, საქართველოში ასე არ მოხდა

მთელი ევროპიდან უმაღლესი დეპუტატები თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით ურყევად დგანან, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ვისაც ევროკავშირის წევრობა სურს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა უზრუნველყოს.

“მთელი ევროპიდან უმაღლესი დეპუტატები თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით ურყევად დგანან. ჩვენ თვალს არ ვაშორებთ და შედეგებს ველით. ვისაც ევროკავშირის წევრობა სურს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა უზრუნველყოს. სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ მოხდა”, – წერს როთი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები