spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საბა ბრაჭველი – ასეთი რეკორდი, რაც საქართველოშია დაფიქსირებული, ჯერ არსად არ არის

გინესის რეკორდების წიგნი გავხსენი ონლაინ, რომ მენახა ყველაზე დიდხნიანი სასამართლოს ერთი სხდომის ხანგრძლივობა და ასეთი რეკორდი, რაც საქართველოშია დაფიქსირებული, ჯერ არსად არ არის, ეს პროცესი 24 საათზე მეტია, მიმდინარეობს შესვენების გარეშე, – ამის შესახებ “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” იურისტმა საბა ბრაჭველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ადამიანები იქ არიან ყველანაირი დასვენების გარეშე, ეს არის გაუგონარი რამ, რაც საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა.

“გინესის რეკორდების წიგნი გავხსენი ონლაინ, რომ მენახა ყველაზე დიდხნიანი სასამართლოს ერთი სხდომის ხანგრძლივობა და ასეთი რეკორდი, რაც საქართველოშია დაფიქსირებული, ჯერ არსად არ არის, ძალიან ვწუხვარ, რომ ბატონმა გვრიტიშვილმა და სხვებმა არ შეგვატყობინეს, რას აპირებდნენ, თორემ საქართველო კიდევ ერთი რაღაცით გახდებოდა ცნობილი. ეს პროცესი 24 საათზე მეტია მიმდინარეობს შესვენების გარეშე. ეს ადამიანები იქ არიან ყველანაირი დასვენების გარეშე, ეს არის გაუგონარი რამ, რაც საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. მოსამართლეებიც ამთქნარებდნენ იქ და ლამის დაეძინათ. მოსამართლეები იქ არიან არა იმისთვის, რომ გაარკვიონ მართლა დაცული იყო თუ არა ხმის მიცემის ფარულობა, არამედ იქ არიან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დაამთავრონ ეს პროცესი, რომ თავის უფროსებს მოუყვნენ, როგორი სისწრაფით ჩაამთავრეს სასამართლო პროცესი“, – განაცხადა საბა ბრაჭველმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები