საუკეთესო დროა, რომ მეზობლებთან ერთად განვიხილოთ ერთიანი მიდგომები, უსაფრთხოებასთან, თავდაცვასთან, უკრაინასთან დაკავშირებით, ასევე იმაზე, რა რეაქცია უნდა გვქონდეს არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდა მოლდოვაში, საქართველოში, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა.
მისივე თქმით, ის მიესალმება ამერიკის არჩევანს და ულოცავს დონალდ ტრამპს გამარჯვებას.
“ჩვენ მივესალმებით ამერიკის არჩევანს და ვულოცავთ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას. ასევე, მინდა, ვფოკუსირდე ჩვენზე, ევროპაზე. იმაზე რა უნდა გავაკეთოთ. როცა ვამბობთ, რომ ორ ფეხზე ვდგავართ, რას ნიშნავს ეს. როდესაც ვმუშაობთ ერთად, რას ნიშნავს ეს. როცა განვიხილავთ სტრატეგიულ ავტონომიას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთად ვართ.
ეს არის საუკეთესო დრო, რომ მეზობლებთან ერთად განვიხილოთ ერთიანი მიდგომები, უსაფრთხოებასთან, თავდაცვასთან, უკრაინასთან დაკავშირებით, ასევე იმაზე, თუ რა რეაქცია უნდა გვქონდეს არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდა მოლდოვაში, საქართველოში“, – განაცხადა მეცოლამ.