spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა ქურდოვანიძე – ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდით, განსაკუთრებით, მას მერე, როდესაც დავინახეთ, რომ სასამართლო ცდილობდა ყველა საქმის გაერთიანებას

გაუქმდა თეთრიწყაროს უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ საქმეზე. ეს, პრინციპში, ჩვენთვის საერთოდ არ იყო მოულოდნელი, –  ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო ცდილობდა ყველა საქმის ერთად გაერთიანებას, რომ არ ყოფილიყო რაიმე განსხვავებული აზრი ამ საქმეში.

“გაუქმდა თეთრიწყაროს უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ საქმეზე. ეს, პრინციპში, ჩვენთვის საერთოდ არ იყო მოულოდნელი, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდით, განსაკუთრებით, მას მერე, როდესაც დავინახეთ, რომ სასამართლო ცდილობდა ყველა საქმის ერთად გაერთიანებას და არ ყოფილიყო რაიმე განსხვავებული აზრი ამ საქმეში. ეს იგრძნობოდა გუშინ, იგრძნობოდა იმ განხილვით, როგორც სასამართლომ ეს განიხილა.

ეს იყო კოორდინაციაში მათ შორის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან. სასამართლო სისტემამ გადაწყვიტა, არ განმეორებულიყო რაიმე განსხვავებული მოსაზრება სასამართლოდან ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამას ველოდით, თუმცა ეს არ ცვლის იმას, რომ მოქალაქეების ხმის ფარულობის პრინციპი დაირღვა, არ იყო დაცული და ეს იყო ცესკოს პასუხისმგებლობა, რომელიც მან ვერ იტვირთა, ეს არის ფაქტი”,- განაცხადა ქურდოვანიძემ.

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა არჩევანის ფარულობასთან და საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები, ასევე გააუქმა თეთრიწყაროს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება უბნების გაბათილებასთან დაკავშირებით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები