spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ჯაფარიძე – არანაირი სხვა მოლოდინი არ გვქონია, ვცხოვრობთ ავტორიტარულ სახელმწიფოში, სადაც სასამართლო არის უბრალოდ ფორმალობა

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრის გია ჯაფარიძის განცხადებით, არანაირი სხვა მოლოდინი არ ყოფილა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რადგან ქართველი ხალხი ცხოვრობს ავტორიტარულ სახელმწიფოში, სადაც სასამართლო არის უბრალოდ ფორმალობა.

მისივე თქმით, სასამართლო აგრძელებს იმ არჩევნების გაყალბებას, რომელიც დაიწყო 26 ოქტომბერს.

როგორც მან აღნიშნა, დასაფასებელია იმ ადამიანების შრომა, რომლებიც 24 საათი სასამართლოში ცდილობდნენ საქართველოს მოქალაქეთა ხმების დაცვას.

“ჩვენ არანაირი სხვა მოლოდინი არ გვქონია, ვცხოვრობთ ავტორიტარულ სახელმწიფოში, სადაც სასამართლო არის უბრალოდ ფორმალობა. სასამართლო აგრძელებს იმ არჩევნების გაყალბებას, რომელიც დაიწყო 26 ოქტომბერს. შეუძლებელია ამის შესახებ რაიმე სხვა მოლოდინი გვქონოდა. საქმეების გაერთიანება უკვე მიუთითებდა იმაზე, რის გაკეთებას აპირებდნენ. მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ადამიანებს, ვინც 24 საათის განმავლობაში იყო სასამართლო დარბაზში და ცდილობდა, რომ დაეცვა საქართველოს კონსტიტუცია, დაეცვა საქართველოს მოქალაქეთა უფლებები. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მოქმედებდა ჰიტლერის რეჟიმი, სტალინის რეჟიმი, როგორ მუშაობს პუტინის რეჟიმი და ესეც მათი ნაწილია, რომ ადამიანები უნდა აწამო, 24 საათი გყავდეს და დემონსტრაციულად თქვა, რომ შავი იყო თეთრი“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა არჩევანის ფარულობასთან და საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები, ასევე გააუქმა თეთრიწყაროს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება უბნების გაბათილებასთან დაკავშირებით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები