spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ბაქრაძე – ირაკლი კობახიძეს თუ მიეცა საშუალება საუბრის, ის იტყვის, რომ საქართველოში ეს არჩევნები ჩატარდა ზღაპრულად

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს თუ მიეცა საშუალება საუბრის, ის იტყვის, რომ საქართველოში ეს არჩევნები ჩატარდა ზღაპრულად, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპელის ლიდერებისთვის მსგავსი განცხადება ღიმილის მომგვრელი იქნება.

“პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს თუ მიეცა საშუალება საუბრის, ის იტყვის, რომ საქართველოში ეს არჩევნები ჩატარდა ზღაპრულად, როგორც მოსალოდნელია მისგან, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ამას მხოლოდ ღიმილით მიიღებენ ევროპის კავშირის პირველი პირები და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები გარდა ვიქტორ ორბანისა, რომელიც თვითონ არის ევროპაში იზოლირებული და მისდამი დამოკიდებულება მოგეხსენებათ, არ არის კარგი”, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

ბუდაპეშტში ევროპის ლიდერები საქართველოს შესახებ ხვალ იმსჯელებენ. სამიტი დღეს დაიწყო და მასში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც მონაწილეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები