spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – შევლენ, უბრალოდ, ახლა ასე უნამუსოდ იტყუებიან

ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას პარლამენტში შესვლა უნდა, ახლა, ნამდვილი ბრძოლის ნაცვლად, კვაზი ბრძოლასთან გვაქვს საქმე, უნამუსოდ იტყუებიან, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ოთხი პარტია, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, პარლამენტში აუცილებლად შევა.

“ეს ოთხი პარტია ახლა იქცევა ისე, რომ ადამიანებს უთხრან, თითქოს იბრძვიან. სინამდვილეში, ნამდვილი ბრძოლის ნაცვლად, რასაც ეს ოთხი პარტია უნდა აკეთებდეს, კვაზი ბრძოლასთან გვაქვს საქმე. შევლენ, უბრალოდ, ახლა ასე უნამუსოდ იტყუებიან. მოგეხსენებათ, ყოფილი იურისტი ვარ და თუ ვიცი, რომელიღაცა მხარე არასწორი მოთხოვნით დავობს სასამართლოში, იმას კი არ უნდა აჰყვე, არამედ უნდა უთხრა მოსამართლეს, მე ამასთან არ ვარო. ჩვენი მოსამართლე ახლა ხალხია და მე ჯერჯერობით ვეუბნები, რომ ამ დანარჩენ გიჟ ოპოზიციასთან არ ვარ, ისინი ერთად არიან, მე სხვაგან ვარ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები