spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ეს ფორმატებიც გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მაქსიმალურად მიგვეტანა ჩვენს პარტნიორებთან

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მქონდა შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან, რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან, შარლ მიშელთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.

მისი თქმით, ეს ფორმატებიც იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ  გზავნილები მაქსიმალურად ყოფილიყო მიტანილი პარტნიორებთან.

“სამიტი საინტერესო იყო, მქონდა საშუალება სიტყვით გამოვსულიყავი როგორც თემატურ შეხვედრაზე, სადაც საუბარი იყო ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე მქონდა სიტყვით გამოსვლის საშუალება დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც ვისაუბრე უშუალოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. ეს იყო მთავარი განსახილველი თემები. ასევე მქონდა საშუალება, შევხვედროდი ევროპელ ლიდერებს, მქონდა შეხვედრა რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან, შეხვედრა მქონდა შარლ მიშელთან, სადაც ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხებზე. რა თქმა უნდა, ეს ფორმატებიც გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მაქსიმალურად მიგვეტანა ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები