spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – ასი ათასმა ადამიანმა გასაგებად რომ უთხრას კალანდარიშვილს ახალი არჩევნები დანიშნეო, დანიშნავს

ყველამ ერთად უნდა დავაანონსოთ დიდი აქცია, სადაც ტაშ-ფანდური და ცეკვა-თამაში კი არ არის, არამედ ცესკოს სერიოზულად ვეუბნებით, რომ აგერ არგუმენტი და დანიშნე ახალი არჩევნები, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სხვადასხვა ადგილას აქციების გამართვას სჯობს, ერთი და ნორმალური აქცია შედგეს.

“მე არ ვეთანხმები ოპოზიციის ტაქტიკას, რომ 10 აქცია უნდა ჩავატაროთ ყველა სხვადასხვა ადგილას, არამედ ერთი უნდა გავაკეთოთ სერიოზული, რომელიც შედეგს მიიღებს.

ჩემს ნათქვამზე რომ ასი ათასი ადამიანი გამოვიდეს, მე მივაღწევ იმას, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, იმიტომ, რომ მე შევალ ცესკოში და მე თვითონ დავნიშნავ ბოლოს და ბოლოს, თუკი ასი ათასი ადამიანი გვერდით მიდგას.

ყველამ ერთად უნდა დავაანონსოთ დიდი აქცია, სადაც ტაშ-ფანდური და ცეკვა-თამაში კი არ არის, არამედ ცესკოს სერიოზულად ვეუბნებით, რომ აგერ არგუმენტი და დანიშნე ახალი არჩევნები. გაგიკვირდებათ და ასი ათასმა ადამიანმა გასაგებად რომ უთხრას კალანდარიშვილს ახალი არჩევნები დანიშნეო, დანიშნავს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები