ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტის მეტი ჩართულობა, გვჭირდება პრეზიდენტის ოფიციალური მიმართვები, რომ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიმდინარე პროცესებში უფრო აქტიურად ჩაერთვება.
“ჩვენ, ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ ყველაფერი გავაკეთეთ, ყველა დოკუმენტი წარვუდგინეთ პრეზიდენტს.
ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტის მეტი ჩართულობა, გვჭირდება პრეზიდენტის ოფიციალური მიმართვები, რომ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება. მოლოდინი გვაქვს, რომ დიახ, პრეზიდენტი იქნება ბევრად აქტიური ჩვენს საქმიანობაში.
რაც შეეხება სააპელაციოს განაჩენს, ეს ტვირთი უნდა ზიდოს იმ სამმა მოსამართლემ, რომელიც სხდომათა დარბაზში იჯდა და ვითომ სასამართლოს მართლმსაჯულების იმიტაციას ქმნიდა”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.