ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დანგრევისთვის ყველაზე მეტი გავიღეთ და ჩვენ უნდა ვიყოთ ის ქვეყანა, რომ რაც გაუვიდათ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში პუტინს და პუტინისტებს, ის არ გაუვიდეს ქართველ პუტინისტებს, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ მიმდინარე პროცესი მხოლოდ ოპოზიციის საქმე არ არის.
“ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დანგრევისთვის ყველაზე მეტი გავიღეთ და ჩვენ, საქართველო უნდა ვიყოთ ის ქვეყანა, რომ რაც გაუვიდათ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში პუტინს და პუტინისტებს, ის არ გაუვიდეს ქართველ პუტინისტებს – ბიძინა ივანიშვილისა და მის ბანდას, რომელიც ცდილობს, რომ მოაჯდეს საქართველოს.
კრიტიკა ყველასი შეიძლება, შეცდომებიც შეიძლება იყოს ამ გზაზე, მაგრამ ასე უნდა შევხედოთ მიმდინარე პროცესს, რომ ეს აღარ არის ოპოზიციის პროცესი, ეს არის მთელი საზოგადოების პროცესი”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.