spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – მე და ზელენსკი, მე და ერმაკი ერთმანეთს მივესალმეთ, საუბარი არ გვქონია

მე და ზელენსკი, მე და ერმაკი ერთმანეთს მივესალმეთ, საუბარი არ გვქონია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“მე და ზელენსკი, მე და ერმაკი ერთმანეთს მივესალმეთ. ჩვეულებრივად მივესალმეთ ერთმანეთს. საუბარი არ გვქონია, ერთმანეთს მივესალმეთ“,- განაცხადა კობახიძემ.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია არ აქვთ, რაც ძალიან ცუდია.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კომუნიკაცია ბუდაპეშტში მიმდინარე ღონისძიებების დროსაც არ ჰქონია.

“კობახიძესთან კომუნიკაცია არ გვქონია. არ მინდა რომ მოგატყუოთ”, – აღნიშნა მან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები