გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთის ინფორმაციით, 11 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ჩამოვა.
თბილისს ეწვევიან: ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეები.
“საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ ვართ ერთგული თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსი, ევროპის გულში. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ შეშფოთებული ვართ მიმდინარე მოვლენებით”, – წერს როთი სოციალურ ქსელში.