spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნაუსედა – ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი, საერთაშორისო გამოძიება

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით საჭიროა საერთაშორისო გამოძიების ჩატარება.

“მე იმედგაცრუებული ვარ, არა მხოლოდ არჩევნების შედეგით, არამედ ბევრი დარღვევით საარჩევნო პროცესში. არ შეიძლება ევროინტეგრაციაზე საუბრობდე და ამავე დროს აკეთებდე ყველაფერს ამის წინააღმდეგ, მათ შორის იღებდე კანონებს და იყენებდე ანტიდასავლურ რიტორიკას. ამის ლოგიკურად ახსნა შეუძლებელია. ამიტომ, აუცილებელია არჩევნებზე დარღვევების გამოძიება.

მე არ ვენდობი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ ეგონოს, რომ ისინი ამის გამოძიებას შეძლებენ. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი, საერთაშორისო გამოძიება. ამჯერად რუსეთის ჩარევის მასშტაბები იყო უფრო დიდი, ვიდრე ოდესმე ყოფილა წარსულში. ეს შეშფოთების საგანია. მე ვსაუბრობ არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მოლდოვაზეც, მაგრამ მოლდოვაში არჩევნების შედეგი განსხვავებული იყო”,  – განაცხადა ნაუსედამ ჟურნალისტებთან ბუდაპეშტში ევროკავშირის არაფორმალური სამიტის მიმდინარეობისას.

მისივე თქმით, ამ პროცესების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

“ეს პიროვნება დგას ყველა ამ პროცესის უკან. ვიცით რამდენად ღრმა და ინტენსიურია მისი ურთიერთობა რუსეთთან. ესაა მიზეზი რატომაც ვლაპარაკობთ არამხოლოდ ევროკავშირთან დაშორებაზე, არამედ დაახლოებაზე რუსეთთან. შუალედურ გზას ვერ აირჩევ. თუ იღებ გადაწყვეტილებას, დგამ გეოპოლიტიკურ ნაბიჯებს, შუაში ვერ დადგები. მარტივია, მიდიხარ დასავლეთისკენ ან აღმოსავლეთისკენ”, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები