spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – შეხვედრიდან გავიგეთ, რომ ევროპული საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული

შეხვედრიდან გავიგეთ, რომ ევროპული საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული. ასევე, ელოდება ჩვენგან დოკუმენტების წარდგენას, –  ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ ევროკავშირის ელჩთან  შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი ევროკავშირის მიერ არჩევნების შეფასებაა.

“შეხვედრიდან გავიგეთ, რომ ევროპული საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული. ასევე, ელოდება ჩვენგან დოკუმენტების წარდგენას, რომელიც უკვე არსებობს და მალე გავაგზავნით და მსჯელობები ამ საკითხზე იქნება.

ჩვენი ინტერესია, საერთაშორისო შეფასების მისია ევროკავშირის მხრიდან, რომელიც დაადგენს, ევროპული რეკომენდაციის მე-4 პუნქტთან დაკავშირებით – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები რამდენად არის შესაბამისობაში ის, რაც მოხდა საქართველოში”,  – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, თუმცა როგორც თავად ოპოზიციონერები აცხადებენ, ელჩს არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაციები მიაწოდეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები