ივანიშვილის რეჟიმი არის აუტსაიდერი ევროპულ სივრცეში და მხოლოდ ფორმალობა იყო კობახიძის დასწრება გუშინდელ ღონისძიებაზე, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ევროკავშირმა თქვას, რომ საქართველოში ახალი არჩევნებისთვის მზადება უნდა დაიწყოს.
“ევროკავშირში გაწევრიანების გზა ამ ეტაპზე არის დახურული “ქართული ოცნების” მიერ დატარებული პოლიტიკის შედეგად.
ივანიშვილის რეჟიმი არის აუტსაიდერი ევროპულ სივრცეში და მხოლოდ ფორმალობა იყო კობახიძის დასწრება გუშინდელ ღონისძიებაზე.
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ევროკავშირმა ცალსახად თქვას, რომ ის არჩევნები, რომელიც ჩატარდა, ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიას, შეიქმნას საგამოძიებო პროცესი და დაიწყოს მზადება ახალი არჩევნებისთვის”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.