spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ცესკო – 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა დასრულდა

წარმოდგენილი საჩივრების შედეგად და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა 290 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს და საერთო ჯამში საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გაბათილებული იქნა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები, – ამის შესახებ ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში, ისე საერთო სასამართლოებში, ფაქტობრივად, საარჩევნო დავების განხილვა სრულად დასრულებულია.

“მთლიანობაში, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილი იყო 1201 საჩივარი, ამათგან 537 შეეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას ან გადათვლას. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, წარმოდგენილი იყო 466 საჩივარი, ხოლო მოთხოვნის გარეშე 47, ისეთი საჩივრები, სადაც არ ფიქსირდებოდა მოთხოვნა. ისეთი საჩივრების რაოდენობა, სადაც დაფიქსირებული იყო შესაბამისი რეაგირების თვალსაზრისით მოთხოვნა ან შესაბამისი ქმედების განხორციელების თაობაზე მოთხოვნა, ამგვარი საჩივრების რაოდენობა იყო 151. წარმოდგენილი საჩივრებიდან, ჯამურად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ან დაკმაყოფილდა 167. არ დაკმაყოფილდა 917, განუხილველად დარჩა 107 საჩივარი, რაც მთლიანობაში წარმოდგენილი საჩივრების 8.9%-ია. საჩივარი გაითხოვეს 3 შემთხვევაში და ამ ეტაპისთვის მხოლოდ 10 საჩივარია განხილვაში, რომელიც არ შეეხება კენჭისყრის შედეგებს, ან უშუალოდ არ არის დაკავშირებული შედეგებთან და შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, რომლის განხილვის ვადა არის 10 დღე და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი საჩივრების შედეგად და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა 290 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს და საერთო ჯამში საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გაბათილებული იქნა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები. მათ ნაწილთან დაკავშირებით ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები. ასევე, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გადათვლილი იქნა 12 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, რომელთა ნაწილთან დაკავშირებითაც ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები.

ამასთანავე მნიშვნელოვანია, წარმოვადგინოთ შესაბამისი ინფორმაცია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან დაკავშირებით რამდენი საჩივარი იყო წარმოდგენილი. აქ იგულისხმება ისეთი საჩივრები, რომლებიც შეეხებოდა აგიტაციისა თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული წესების შესაძლო დარღვევას. სულ წარმოდგენილი იყო 114 საჩივარი. ამათგან უდიდესი ნაწილი შეეხებოდა სოციალური ქსელებით აგიტაციას. ჯამურად ამგვარი საჩივრების რაოდენობა იყო 65 და განხილვების შედეგად, შედგენილ იქნა 12 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაიგზავნა და მიეწოდა სასამართლოებს.

როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში, ისე საერთო სასამართლოებში, ფაქტობრივად, საარჩევნო დავების განხილვა სრულად დასრულებულია”,- განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები