spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – წინ იქნება ბევრი სიურპრიზი, იქნება ძალიან მწვავე, ერთიანი და ძლიერი აქცია

ხვალ ჩვენ ვიკრიბებით ორ ადგილზე, იქნება მსვლელობა. როგორც ჩვენ ვუთხარით “ოცნებასაც” და საზოგადოებასაც, წინ იქნება ბევრი სიურპრიზი, იქნება ძალიან მწვავე, ერთიანი და ძლიერი აქცია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრძოლის საფუძველი და ძირითადი ღერძი ქუჩაა.

“დღეს ჩვენი ბრძოლის საფუძველი და ძირითადი ღერძი ეს არის ქუჩაში უწყვეტად ბროლა, პროტესტი, რომელიც ჩამოშლის ამ სისტემას. შესაბამისად, როგორც ამ დღეების წინ, ისე ხვალ, ჩვენ ვიკრიბებით ორ ადგილზე, იქნება მსვლელობა და ეს არის ის განცდა, რომელიც უნდა ჰქონდეს ყველას თბილისშიც და საქართველოშიც, რომ გაჩერებას არავინ არ აპირებს. ამისთვის არის ეს მნიშვნელოვანი.

რა თქმა უნდა, წინ კიდევ სხვადასხვა ტიპის აქციაა, მაგრამ როგორც ჩვენ ვუთხარით “ოცნებასაც” და საზოგადოებასაც წინ იქნება ბევრი სიურპრიზი, იქნება ძალიან მწვავე, ერთიანი და ძლიერი აქცია”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

9 ნოემბერს, 15:00 საათზე ოპოზიციური კოალიციები საპროტესტო აქციებს გეგმავენ. საპროტესტო აქციის მიზეზი კვლავ არჩევნების შედეგები და ხელახალი არჩევნების მოთხოვნა იქნება.  მსვლელობა ორი ადგილიდან გაიმართება,  კერძოდ, კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრები და მათი მხარდამჭერები მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტიდან”  დაიწყებენ მსვლელობას. მსვლელობის მეორე ადგილი კი მეტროსადგური “მარჯანიშვილი” იქნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები