spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლატვიის პრემიერი – მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, საით უნდა წავიდეს ქვეყანა

მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, საით უნდა წავიდეს ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ თავისუფალ მედიას, ხალხის მიერ აზრის თავისუფლად გამოხატვას და ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს თქვენს ევროპულ გზას, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ ბუდაპეშტის სამიტზე მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი დამკვირვებლებისგან მიიღოს  ინფორმაცია საქართველოში ჩატარებული  არჩევნების შესახებ.

“ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი დამკვირვებლებისგან მივიღოთ ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ მოლდოვისგან, რომ მათი არჩევნების შედეგების თითქმის 10%-ზე რუსეთის გავლენა იყო. ასე რომ, ჩვენ გვესმის იმ ქვეყნების სირთულეები, რომლებიც უფრო ახლოს არიან რუსეთთან და ვაფასებთ ყველა ძალისხმევას, რომელსაც წევს ქართული საზოგადოება, რათა ქვეყანაში დემოკრატია იყოს დაცული.

მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, საით უნდა წავიდეს ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ თავისუფალ მედიას, ხალხის მიერ აზრის თავისუფლად გამოხატვას და ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს თქვენს ევროპულ გზას”, – განაცხადა ევიკა სილინამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები