საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა.
როგორც ბორელი აღნიშნავს, ეს რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან უკრაინაში მისი მეხუთე ვიზიტია და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის რანგში უკანასკნელი იქნება.
“უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ჩემი პირადი პრიორიტეტი იყო ჩემი მანდატის განმავლობაში და დარჩება ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში“, – წერს ჯოზეფ ბორელი.