ორთაჭალაში უბედური შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სამშენებლო ობიექტზე სატვირთო მანქანა სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.