spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ვოლსკი – რასაკვირველია, სტრასბურგი ასეთ სარჩელს არ მიიღებს

სტრასბურგი ასეთ სარჩელს არ მიიღებს, რადგან წარმოუდგენელია, რომ შენ დავა დაიწყო საკუთარ ქვეყანასთან იმის გამო, რომ გთხოვენ შემოსული თანხების გამჭვირვალობას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, სტრასბურგში თუ აგზავნი სარჩელს, იქვე დაუდასტურო, რომ ეს არ არის ევროპული სტანდარტი.

“სტრასბურგში რომ გადააგზავნო სარჩელი, იქვე უნდა დაუდასტურო, რომ ეს არ არის ევროპული სტანდარტი, რომ მათ რა შემოსავალიც აქვს ამასთან დაკავშირებით, თუკი აქვთ ვალდებულება დონორის წინაშე – როგორ გადანაწილდა ეს შემოსავალი, რა პროგრამები დაფინანსდა, ასეთი ვალდებულება არ უნდა ჰქონდეს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე, რომლისთვისაც მათი თქმით, ისინი ირჯებიან. რასაკვირველია, სტრასბურგი ასეთ სარჩელს არ მიიღებს, რადგან წარმოუდგენელია, რომ შენ დავა დაიწყო საკუთარ ქვეყანასთან იმის გამო, რომ გთხოვენ შემოსული თანხების გამჭვირვალობას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საიას ინფორმაციით, საჩივარი 2024 წლის 17 ოქტომბერს გაიგზავნა. სტრასბურგის სასამართლოს კი 2024 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები