spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ფარულავა – დადგება დღე საქართველოში, როცა ყველა გამყალბებელი, ბოროტმოქმედი პასუხს კანონის წინაშე აგებს

ცესკოში არ არსებობს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი კომისია. ეს შენობა ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის სამსახურშია, –  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მან გიორგი კალანდარიშვილს არჩევნების ხმების გამყალბებელი უწოდა.

“ამ შენობაში არ არსებობს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი კომისია. ეს შენობა ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის სამსახურშია. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოსავალი – ქუჩაში მშვიდობიანად ვიბრძოლოთ, დემოკრატია, ჩვენი უფლება დავიბრუნოთ და ხელახალი არჩევნები ჩავატაროთ, რომელშიც მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ისეთი გამყალბებლები, როგორიც არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი ჯავახიშვილი. დადგება დღე საქართველოში, როცა ყველა გამყალბებელი, ბოროტმოქმედი პასუხს კანონის წინაშე აგებს”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცესკოში, სადაც სხდომაზე საჩივრებს განიხილავდნენ, გიორგი კალანდარიშვილმა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა ფარულავა სხდომიდან გააძევა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები