თუ წინააღმდეგობას შევწყვეტთ, ეს რეალობაც სანატრელი გახდება, სადაც დღეს ვართ. თავისუფლების გზაზე ჩავარდნები ბუნებრივია, დანებება – დაუშვებელი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ არჩევნებში გაიმარჯვა ხალხმა.
“ხალხმა გაიმარჯვა, მაგრამ რეჟიმი ცდილობს მიიტაცოს ეს გამარჯვება. ახლა ყველაფერი ჩვენს გამძლეობაზე და მონდომებაზეა. პროტესტი და წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს.
ხელისუფლებას ახლა მხოლოდ ერთი მოკავშირე ჰყავს – უიმედობა. რომ არაფერი გამოვა, ეს აზრი უნდა უკუვაგდოთ, რადგან თუ წინააღმდეგობას შევწყვეტთ, ეს რეალობაც სანატრელი გახდება, სადაც დღეს ვართ. თავისუფლების გზაზე ჩავარდნები ბუნებრივია, დანებება – დაუშვებელი”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.