ჩვენი მეგობრების აქ ჩამოსვლა დღეს, როცა საქართველო შედის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, არის ნიშანი ამ ევროპული მხარდაჭერის. ევროპა ჩვენ ხელიდან არ გვიშვებს და ჯერ კიდევ, სჯერა საქართველოსი და საქართველოს ევროპულობის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ქვეყანა, სადაც საზოგადოება არის ევროპული, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ქვეყანას არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, ამ ქვეყანას ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება.
“ჩვენი მეგობრების აქ ჩამოსვლა დღეს, როცა საქართველო შედის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, არის ნიშანი ამ ევროპული მხარდაჭერის. ევროპა ჩვენ ხელიდან არ გვიშვებს და ჯერ კიდევ, სჯერა საქართველოსი და საქართველოს ევროპულობის, რომელიც გამოიხატა არაერთხელ, როდესაც საფრთხე შეექმნა ჩვენს ევროპულ მომავალს. ნებისმიერი დემოკრატიული პრინციპის მიმართ გადახვევა ხელისუფლების მიერ ყოველთვის იყო გაპროტესტებული ამ ქვეყანაში. ეს არის ქვეყანა, სადაც საზოგადოება არის ევროპული, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ქვეყანას არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, ამ ქვეყანას ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება. ეს არჩევნები იყო ერთპარტიულად გაყალბებული. ამიტომ არის, რომ ჩვენ შევდივართ კრიზისში, ვიცით, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებებიდან გამომდინარე, ნათელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, აქ არანაირი მოულოდნელობა არ არის, კრიზისი სახეზეა. ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ერთად მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან და გამოვა ამ კრიზისიდან, სამართლიანი ფორმით დავუბრუნდებით სამართლიან არჩევნებს იმისთვის, რომ პარლამენტმა მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური პრეზიდენტი. ეს არის ჩვენი გზა, ჩვენი გზა არის სტაბილურობის და ევროპის. სხვა გზა საქართველოსთვის არ არსებობს და ჩვენი მეგობრები, ვინც აქ არიან, ამაში არიან დარწმუნებულები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.