spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

როთი – არ მესმის რატომ გვეძახის მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი მტრებს, ჩვენ ვართ მეგობრები

ჩვენ ვიმყოფებით აქ, როგორც საქართველოს მეგობრები და წინააღმდეგობრივი მომენტები პოლიტიკაში ნორმალურია, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, უცხოური, დამოუკიდებელი გამოძიებაა ერთადერთი შანსი, რომ აღდგეს ნდობა.

“ჩვენ ვიმყოფებით აქ, როგორც საქართველოს მეგობრები და წინააღმდეგობრივი მომენტები პოლიტიკაში ნორმალურია. ცოცხალი დემოკრატიის პირობებში, ეს არის ყველაფრის არსი. ჩვენ აქ ვიმყოფებით, როგორც მეგობრები, ჩვენ ვთანხმდებით ბევრ საკითხზე, მაგრამ ზოგჯერ უთანხმოებაც არსებობს. არ მესმის რატომ გვეძახის მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი მტრებს, ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ვართ მეგობრები. მე უკვე გამოვხატე ჩემი სერიოზული ეჭვი ლეგიტიმურობაზე არ ჩატარებული არჩევნებისა და ნათელია, რომ ეჭვები გახლავთ ისეთი სერიოზული, რომ ჩვენ მოვითხოვთ უცხოურ, დამოუკიდებელ გამოძიებას, ეს არის ერთადერთი შანსი, რომ აღდგეს ნდობა“, – განაცხადა მიხაილ როთმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები