თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გახლავთ წინაპირობა ყველაფრისთვის. რასაც ველით ჩვენ მმართველი პარტიისგან არის ის, რასაც ელის ევროკავშირი საქართველოსგან, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება.
“თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გახლავთ წინაპირობა ყველაფრისთვის. რასაც ველით ჩვენ მმართველი პარტიისგან არის ის, რასაც ელის ევროკავშირი საქართველოსგან, რომ მოხდეს გაწვევა ყველა ის მცდარი კანონი, რაც მიიღო მმართველმა პარტიამ, მათ შორის, რუსული კანონი და ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება. აი ეს არის ნამდვილი მოლოდინი ჩვენი მხრიდან და მრავალი სხვა ევროკავშირის ლიდერის მხრიდან“, – განაცხადა როთმა.