თუ გაკრიტიკებენ, როგორც წესი, აღარ გხვდებიან, ეს არის საბჭოთა მიდგომა. ქართული მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის წევრმა ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა.
მისვე თქმით, “ქართული ოცნება” როდესაც ამბობს, რომ მათ შეუძლიათ გაწევრიანების გარანტი იყვნენ, ისინი იტყუებიან.
“ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკება გახლავთ მთავრობათაშორისი პროცესი, ერთი შეცდომაც საკმარისია, რომ შეწყდეს პროცესი. ქართული მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას. ” ქართული ოცნება”, როდესაც ამბობს, რომ მათ შეუძლიათ გაწევრიანების გარანტი იყვნენ, ისინი იტყუებიან.
ასევე, შევამჩნიე, რომ ვინც კი აკრიტიკებდა ქართულ მთავრობას, აღარ ხვდებოდნენ. მე აქ ხშირად ჩამოვსულვარ ბოლო 3 წლის განმავლობაში, შეხვედრებს ვერ ახერხებდნენ. ერთი მცირე გამონაკლისია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. თუ გაკრიტიკებენ, როგორც წესი, აღარ გხვდებიან, ეს არის საბჭოთა მიდგომა”, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.