spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – კიდევ ერთხელ მოისმენენ იმას, რომ ამ არჩევნებს ვერ და არ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია

ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ ევროკავშირის წარმომადგენლებს შეთავაზებით, რომ როგორც კანდიდატის სტატუსის ქვეყანა საქართველოში დაიშვას საერთაშორისო, ევროპული აქტორების მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრის წინ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მიტაცების პირობებში, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება შეუძლებელია.

“მაღალი დონის დელეგაციიდანაც, ევროკავშირიდან ივანიშვილის პარტიის წევრები, კიდევ ერთხელ მოისმენენ იმას, რომ ამ არჩევნებს ვერ და არ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია, რაც, ბუნებრივია, არის საფუძველი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის. საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მიტაცების პირობებში, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება შეუძლებელია, ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ ევროკავშირის წარმომადგენლებს შეთავაზებით, რომ, როგორც კანდიდატის სტატუსის ქვეყანა საქართველოში, დაიშვას საერთაშორისო, ევროპული აქტორების მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპელი დეპუტატები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები