ეს არის ხალხი, რომელიც თვეების განმავლობაში ქართველებს უჭერდა მხარს ძალიან აქტიურად, რომლებზეც დგას ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მათ კარგად იციან, თუ როგორი მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის ევროპული მომავალი.
“ეს არის ხალხი, რომელიც თვეების განმავლობაში ქართველებს უჭერდა მხარს ძალიან აქტიურად, რომლებზეც დგას ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. მათ კარგად იციან, რომ როგორ იბრძვის ქართველი ხალხი და როგორი მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპული დღის წესრიგი.
ბუნებრივია, ჩვენ მათ გავესაუბრებით გეგმებზე და ასევე იმაზე, თუ რა შეიძლება გააკეთონ დამატებით ევროპელებმა ქართველი ხალხის მხარდასაჭერად”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თბილისში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხვდებიან. მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს საგარეო კურსი და ჩატარებული არჩევნებია.