spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ევროკავშირში აქტიურად განიხილება სხვა მექანიზმების ამოქმედება, როგორიც არის ინდივიდუალური სანქციები

ვისაუბრეთ იმაზე, რომ ევროკავშირში აქტიურად განიხილება, სხვა მექანიზმების ამოქმედება, როგორიც არის ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მოთხოვნებიდან ერთ-ერთი იყო სწორედ სამართლიანი არჩევნები.

“ლეგიტიმაცია ვერ ექნება არჩევნებს, სადაც მოხდა, ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა. ისინი მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს სრულფასოვანი გამოძიება, რაც შეუძლებელია საქართველოს პროკურატურის და საგამოძიებო უწყებების პირობებში. ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი გამოძიება, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო კომპონენტი შეიძლება ჰქონდეს. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ევროკავშირში აქტიურად განიხილება, სხვა მექანიზმების ამოქმედება – როგორიც არის ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, ასევე განიხილება უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერება, იმიტომ რომ ევროკავშირში ხედავენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ბოლომდე გადაუხვია  ევროკავშირის გზას. ევროკავშირის მოთხოვნებიდან ერთ-ერთი იყო სწორედ სამართლიანი არჩევნები, ჩვენ ვნახეთ, რომ 26 ოქტომბერს ტოტალურად იყო დარღვეული ეს პრინციპი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპელი დეპუტატები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები