spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მარგველაშვილი – ასეთი მხარდაჭერა არასდროს გვქონია, როდესაც ხელისუფლებას ვცვლიდით

თავისუფალი ადამიანები ერთმანეთს ყოველთვის გვერდში ედგნენ, ნებისმიერ ისტორიულ და დრამატულ მომენტში ქვეყნის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი მხარდაჭერა საქართველოს არასდროს ჰქონია, როდესაც ხელისუფლება იცვლებოდა.

“თავისუფლება არის ღირებულება, რომელიც დგას სახელმწიფოს, ეროვნების, კულტურის მიღმა. თავისუფალი ადამიანები ერთმანეთს ყოველთვის გვერდში ედგნენ, ნებისმიერ ისტორიულ და დრამატულ მომენტში ქვეყნის განვითარების. ახლა თავისუფლების მოყვარე ადამიანები ჩვენთან იდგებიან და მე მომწონს, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ოპოზიციის მიერ ჩამოყალიბებული გეგმა შეიცნეს და მიხვდნენ, რომ ორშაბათის მიტინგს უნდა დაესწრონ. ასეთი მხარდაჭერა არასდროს გვქონია, როდესაც ხელისუფლებას ვცვლიდით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პარლამენტთან ოპოზიციის მიერ დაორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად ევროპელი დეპუტატებიც შეუერთდებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები