spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ჩვენ ვართ ევროპა, დღეს ევროპის გული თბილისში ძგერს

ერთიანობაა ის, რაც გვჭირდება გამარჯვებისთვის, რასაც ერთიანობით მივაღწევთ. მე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად არიან, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული მომავლის დაბრუნება, გადის არჩევნების უფლების დაბრუნებაზე.

“ერთიანობაა ის, რაც გვჭირდება გამარჯვებისთვის, რასაც ერთიანობით მივაღწევთ. მე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად არიან. ჩვენ ვართ ევროპა, დღეს ევროპის გული თბილისში ძგერს. დღეს, კიდევ ერთხელ, გავაგონეთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და თქვენ დღეს თქვენი აქ ყოფნით დაადასტურეთ, რომ ჩვენ არ დავთმობთ ევროპულ მომავალს და ჩვენი ერთიანობით დავიბრუნებთ ევროპულ მომავალს და მივიღებთ ახალ არჩევნებს. ევროპული მომავლის დაბრუნება გადის არჩევნების უფლების დაბრუნებაზე, რომელიც ივანიშვილმა ჩამოგვართვა 26 ოქტომბერს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტთან ოპოზიციის მიერ დაორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად ევროპელი დეპუტატებიც შეუერთდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები