spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ერიკ ოტოსონი – დადექით ერთად და ჩვენ ყველა ერთად მივაღწევთ გამარჯვებას

გზა ევროპისკენ ეს არის გზა, რომელიც გადის კანონზე, რომელიც გადის ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებაზე, თქვენ ამ გზაზე დგახართ, – ამის შესახებ შვედეთის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ერიკ ოტოსონმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსულ აგრესიას არ აქვს ერთი სახე, ეს არ არის მხოლოდ ტანკები და ნაღმები, ის ხანდახან შემოდის უკანა კარიდან, მაგრამ საქართველოსთვის არასდროს არ არის გვიანი.

“გზა ევროპისკენ ეს არის გზა, რომელიც გადის კანონზე, რომელიც გადის ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებაზე, თქვენ ამ გზაზე დგახართ. მე ჩამოვედი შვედეთიდან, სადაც 200 წელია, მშვიდობაა. რუსულ აგრესიას არ აქვს ერთი სახე, ეს არ არის მხოლოდ ტანკები და ნაღმები, ის ხანდახან შემოდის უკანა კარიდან, მაგრამ საქართველოსთვის არასდროს არ არის გვიან. თავისუფლებისთვის ბრძოლა არასდროსაა გვიან, დემოკრატია მაშინაა ძლიერი, როდესაც ხალხი ერთად დგას და ერთად იბრძვის ევროპული მომავლისთვის. არასდროს დანებდეთ, რა გამოწვევებიც არ უნდა დადგეს, დადექით ერთად და ჩვენ ყველა ერთად მივაღწევთ გამარჯვებას“, – განაცხადა ერიკ ოტოსონმა.

პარლამენტთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას ევროპელი დეპუტატები შეუერთდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები