დარწმუნებული ვარ, უხეირო დიქტატურის გაფორმებას ივანიშვილი ვერ შეძლებს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილს ყველა თავისუფალი სექტორი არის საფრთხის ქვეშ.
“ივანიშვილმა გაამყარა უხეირო დიქტატურა და დიქტატურა, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ყველა თავისუფლების კუნძული, მათ შორის ოპოზიციური პარტიები, ოპოზიციური მედიასაშუალებები, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი, აბსოლუტურად ყველა თავისუფალი კუნძული არის სასიცოცხლო საფრთხის წინაშე, თუმცა დარწმუნებული ვარ, უხეირო დიქტატურის გაფორმებას ივანიშვილი ვერ შეძლებს”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.