spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – როდესაც რუსული სქემით ქვეყნის მართვა დასრულდება, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაც დასრულდება

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენს პოლონელ მეგობრებს, განსხვავებით ივანიშვილის ბანდისა, რომლებიც არიან პუტინის რეჟიმის მონურ მორჩილებაში, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც რუსული სქემით ქვეყნის მართვა დასრულდება, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაც დასრულდება.

“ჩვენ ვნახეთ არაერთი საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ შეფასება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის, მათ შორის როგორს ანგარიშსწორების ფორმის პოლიტიკური შურისძიების გამოხატულება და ზოგადად ის, რომ მიხეილ სააკაშვილი გახლავთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში გამორჩეული და მნიშვნელოვანი პოლიტიკური პატიმარი და ეს არის ცნობილი ფაქტი, რადგან პუტინის იმპერიას ვინც უპირისპირდებოდა რეგიონის მასშტაბით, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და მის პატიმრობას აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. როდესაც რუსული სქემით ქვეყნის მართვა დასრულდება, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაც დასრულდება. ეს არის ძალიან მკაფიო პოლიტიკური პროცესი, რაც ჩვენს პოლონელ მეგობრებს, რომლებიც არიან ანტიპუტინისტური მოძრაობის, ეს ძალიან კარგად ესმით, განსხვავებით ივანიშვილის ბანდისა, რომლებიც არიან პუტინის რეჟიმის მონურ მორჩილებაში”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

გუშინ, პარლამენტთან, აქციაზე, ევროპელმა დეპუტატმა მიჰაუ კამინსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ციხეში ყოფნა არასწორია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები