ვინც არის გასაუქმებელი და ვინც გაიუქმა თავი, ეს არის „ქართული ოცნება“. დემოკრატიულ ქვეყანაში რეპრესიებით ოპოზიციას არ ემუქრებიან, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კობახიძემ იცის, რომ თვითონ არჩევნები მოპარული აქვს, ქართველი ხალხის ხმა მოპარულია, შესაბამისად, სწორედ ამ რეპრესიებით ცდილობს ვინმეს დაშინებას.
“ვინც არის გასაუქმებელი და ვინც გაიუქმა თავი, ეს არის “ქართული ოცნება“. დემოკრატიულ ქვეყანაში რეპრესიებით ოპოზიციას არ ემუქრებიან. ამიტომ, კობახიძემ გადასარევად იცის, რომ თვითონ არჩევნები მოპარული აქვს, ქართველი ხალხის ხმა მოპარულია, შესაბამისად, სწორედ ამ რეპრესიებით ცდილობს ვინმეს დაშინებას. ეს არის სიცილის და ღიმილის მომგვრელი. არავის ეშინია კობახიძის რეპრესიების“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპოზიცია კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სვლას გააგრძელებს, შესაძლოა, განიხილონ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა სასამართლოში.