ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკურორტო სოფელ ცემში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ბერის საყდრებამდე მისასვლელი გზის 772 მეტრიან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი ეწყობა.
“გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და სამუშაოებს შპს “მშენებელი 2012″ ახორციელებს.
პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის”, – აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.