“საქართველოს ბანკის” გათამაშების პირველი ეტაპი დასრულდა. 6 ნოემბერს 1200-ზე მეტმა ინდ. მეწარმემ 50-დან 10 000 ლარამდე ფულადი პრიზები მიიღო. მათ გათამაშებაში მონაწილეობისთვის, საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში – სხვადასხვა ტიპის აქტივობა და ტრანზაქცია შეასრულეს და ბილეთები დააგროვეს. გათამაშება სამ ეტაპად – 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ხორციელდება. პირველი ეტაპი 31 ოქტომბერს დასრულდა, ფინალი კი 13 იანვარს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 6 ნოემბერს გამოვლინდა როგორც პირველი ეტაპის მთავარი პრიზის, ისე სხვადასხვა ფულადი პრიზების მფლობელთა ვინაობა. პირველ ეტაპზე გათამაშდა:
10 000 ლარი – მთავარი პრიზი;
500 ლარი (6-ჯერ)
200 ლარი (50-ჯერ)
100 ლარი (335-ჯერ)
50 ლარი (850-ჯერ)
ცნობისთვის, ბილეთები გროვდება ბიზნეს ინტერნეტბანკსა და ბიზნეს მობილბანკში ისეთი ყოველდღიური ტრანზაქციების განხორციელებით, როგორებიცაა გადარიცხვები, კომუნალური გადასახადების დაფარვა, ვალუტის კონვერტაცია და სხვა.
“მოხარული ვართ, რომ გათამაშებისადმი დიდი ინტერესი გამოვლინდა და პირველ ეტაპზე 1200-ზე მეტი ინდივიდუალური მეწარმე დაჯილდოვდა, მათ შორის, გათამაშდა ამ ეტაპის მთავარი პრიზი – 10 000 ლარი. ვფიქრობთ, გათამაშებას ორი მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს – ერთი მხრივ, ხელს უწყობს ინდივიდუალურ მეწარმეებს ბიზნესის გაციფრულებაში, ყოველდღიურ საქმიანობაში დროისა და რესურსების დაზოგვაში, და, მეორე მხრივ, წვდომას აძლევს მათ დამატებით ფულად რესურსზე, რაც მათ საქმიანობის განვითარებისთვის გამოადგებათ. გათამაშება გრძელდება და მომდევნო ეტაპებზეც კვლავ ასობით ინდ. მეწარმეს მივცემთ მსგავს შესაძლებლობას“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ინდ. მეწარმეს, რომელსაც საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიში აქვს გახსნილი.
თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში.
ჩაერთეთ გათამაშებაში, გაციფრულდით და გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტ ბილეთს დააგროვებთ, გამარჯვების შანსიც გაიზრდება.
(R)