spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს წარმომადგენელი დაიბარეს

მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების გამო, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის საქმეთა დროებითი რწმუნებული დავით ბოჭორიშვილი დაიბარეს.

“საქართველოს ელჩის საქმეთა დროებითი რწმუნებული მოლდოვაში დავით ბოჭორიშვილი იყო დაბარებული დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოლდოვაზე გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით.

მას აცნობეს მოლდოვის ღრმა უკმაყოფილება საქართველოს პრემიერის მიერ მოლდოვის რესპუბლიკის ევროპული ინტეგრაციისა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესის დამახინჯებული და შეუსაბამო განხილვის გამო”, – აღნიშნულია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

7 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ მოლდოვაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს იყო მოლდოვა. თქვენ იცით, როგორ ჩატარდა არჩევნები. ქვეყანაში როცა აგებ არჩევნებს, მერე თამამად აღარ უნდა ისაუბრო, იგივეა, როცა აგებ რეფერენდუმს, თან 45 პროცენტი აიღო მხოლოდ რეფერენდუმზე. პრობლემა არის ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა. მოლდოვა არის ქვეყანა, სადაც უშუალოდ მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45 პროცენტი უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას”, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები