spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მარგველაშვილი – ქვეყანაში ხდება ტოტალიტარიზმის იმ აღმატებულ ხარისხში დაფუძნება, როგორიც რუსეთშიც არ არის

დაედევნა და გადაასწრო მასწავლებელს “ქართულმა ოცნებამ”. ქვეყანაში ხდება ტოტალიტარიზმის იმ აღმატებულ ხარისხში დაფუძნება, როგორიც რუსეთშიც არ არის, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” რუსეთსაც კი აჯობა ტოტალიტარიზმში.

“ოპოზიციას ჩამოყალიბებული აქვს თავისი სამოქმედო გეგმა, ისინი ძალიან მეთოდურად აწვდიან დოკუმენტურ მასალას ჩვენს პარტნიორებს იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვაჩვენებთ, რომ ჩვენ არ ვიღლებით ამ წინააღმდეგობრივ მოძრაობაში.

მე იმედი მაქვს, პარტნიორები გაიაზრებენ, რომ ინდივიდუალური სანქციები არის სწორი გადაწყვეტილება და ამ მიმართულებით გააგრძელებენ თავიანთ მუშაობას.

მთავარია, რომ ჩვენმა ოპოზიციამ ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ ისინი არ მონაწილეობენ ამ ტყუილში, ეს არის პრინციპული. მთავარია, რომ ერთი გზით მივდივართ ყველანი.

რაც შეეხება კობახიძის განცხადებას – ურა, ურა, ვაშა! დაედევნა და გადაასწრო მასწავლებელს “ქართულმა ოცნებამ”. ქვეყანაში ხდება ტოტალიტარიზმის იმ აღმატებულ ხარისხში დაფუძნება, როგორიც რუსეთშიც არ არის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები