“ქართული ოცნების“ ქმედებები მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი მოსკოვთან ერთად სინქრონში მუშაობენ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რაც წავიკითხეთ მოსკოვის მხრიდან, არის იმის ლოგიკური გაგრძელება, რასაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკეთებდა
“ქართული ოცნების“ ქმედებები მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი მოსკოვთან ერთად სინქრონში მუშაობენ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობისთვის. ის განცხადებები, რაც იყო მოსკოვის მხრიდან, რაც წავიკითხეთ, არის იმის ლოგიკური გაგრძელება, რასაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკეთებდა“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების დელიმიტაცია-დემარკაციას ითხოვს.