spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – კონსტიტუციური პრინციპია, რომ ადამიანს ვერ დააძალებ რაიმე თანამდებობის დაკავებას, მისი ნების წინააღმდეგ

ოთხივე ოპოზიციური პარტიის სიის წევრებმა უნდა მოსთხოვონ ცესკოს, არ მოახდინოს მათი არჩეულ დეპუტატებად რეგისტრაცია, მათი ნების საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა სიების ჩახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ერთობის შემთხვევაში, “ქართული ოცნება” პარლამენტის ლეგიტიმაციის გარეშე დარჩება.

“ოთხივე ოპოზიციური პარტიის სიის წევრებმა უნდა მოსთხოვონ ცესკოს არ მოახდინოს მათი არჩეულ დეპუტატებად რეგისტრაცია, მათი ნების საწინააღმდეგოდ.

ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ 89 დეპუტატი მარტო, პარლამენტი კი ლეგიტიმაციის გარეშე დარჩება.

სხვა შემთხვევაში ცესკო მიიღებს შემაჯამებელ ოქმს და ამ ოქმის საფუძველზე მოხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა. ამის შემდეგ მანდატებზე უარის თქმა, იქნება მხოლოდ უარი მანდატებზე და არა გაყალბებული არჩევნების საფუძველზე დაკომპლექტებული პარლამენტის დელეგიტიმაცია.

ვინც ამბობს, რომ ასეთი პროცედურა არ არსებობს, ტყუის.

პასუხი კონსტიტუციაშია, სწორედ კონსტიტუციური პრინციპია, რომ ადამიანს ვერ დააძალებ რაიმე თანამდებობის დაკავებას, მისი ნების წინააღმდეგ. შესაბამისად ვერ ცნობ მის უფლებამოსილებას თუ ის წინასწარ აცხადებს უარს”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები