ივანიშვილს სურს დე ფაქტო დიქტატურის დამყარება, მაგრამ ამასთანავე სურს, რომ დე ფაქტო დიქტატურას, დიქტატურა არ ერქვას. ამისთვის მას სჭირდება, რომ შექმნას დემოკრატიის ფასადი, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ოპოზიცია არ ცნობს არჩევნებს შემდგარად, არჩევნებს, “ოცნება” დარჩება უზურპატორად.
“რა თქმა უნდა, ივანიშვილს სურს დე ფაქტო დიქტატურის დამყარება, მაგრამ ამასთანავე სურს, რომ დე ფაქტო დიქტატურას, დიქტატურა არ ერქვას. ამისთვის მას სჭირდება, რომ შექმნას დემოკრატიის ფასადი.
თუ ოპოზიცია არ ცნობს არჩევნებს შემდგარად, თუ ოპოზიცია არ შევა ივანიშვილის პარლამენტში, თუ ოპოზიცია არ აღიარებს მოპარულ და მიტაცებულ არჩევნებს, “ოცნება” დარჩება უზურპატორად, ასეთად შევა ისტორიაში და ვერანაირად ვერ შეძლებს ურთიერთობების დალაგებას ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ.
რაც შეეხება მუქარას, მოდი, ასე შევხედოთ – პარლამენტში შესვლა და რუსულ რეჟიმთან კოლაბორაციონიზმში შესვლა მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ არჩევნებში ასეთი მასობრივი გაყალბება იყო, იქნება ყოველგვარ გაუქმებაზე და აკრძალვაზე უარესი”, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.