spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – საკითხი ჩვენი ქვეყნის მიწებისა და ქონების რუსეთის მიერ მიტაცებას ეხება და ჩვენი მხრიდანაც საჭიროა რეაგირება

ის, რაც აფხაზეთში ხდება, არ არის მხოლოდ აფხაზური მმართველი კლანის და რუსეთის “შიდა საქმე”. საკითხი ჩვენი ქვეყნის მიწებისა და ქონების რუსეთის მიერ მიტაცებას ეხება და ჩვენი მხრიდანაც საჭიროა რეაგირება, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ხელისუფლება ხმის ამომღები რომ არ არის, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის.

“ის, რაც აფხაზეთში ხდება, არ არის მხოლოდ აფხაზური მმართველი კლანის და რუსეთის “შიდა საქმე”. საკითხი ჩვენი ქვეყნის მიწებისა და ქონების რუსეთის მიერ მიტაცებას ეხება და ჩვენი მხრიდანაც საჭიროა რეაგირება. ხალხი აპროტესტებს იმ კანონის ძალში შესვლას, რომელიც საშუალებას მისცემს რუსულ ბიზნესს სრულიად დაისაკუთროს აფხაზეთის ტერიტორია.

ხელისუფლება ხმის ამომღები რომ არ არის, ეს კარგად ვიცით. ჩვენ მაინც მივაწვდინოთ ხმა საერთაშორისო საზოგადოებას”, – წერს რომან გოცირიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები