spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან მტკიცებულებას და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ არჩევნების შედეგების სრულ ბათილობას

ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან მტკიცებულებას და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ არჩევნების შედეგების სრულ ბათილობას, მათ შორის, კონსტიტუციის სამი პრინციპის დარღვევის საფუძველზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ცესკოს წინააღმდეგ სარჩელის განხილვის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკომ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით Smartmatic-ის ბრენდირებული მარკერები, წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით.

“ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან მტკიცებულებას და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ არჩევნების შედეგების სრულ ბათილობას, მათ შორის, კონსტიტუციის სამი პრინციპის დარღვევის საფუძველზე, ეს არის ფარულობა, თავისუფალი ნების გამოხატვა და საყოველთაობა. სამივე პრინციპის დარღვევას ჰქონდა ადგილი ტოტალურად 26 ოქტომბრის არჩევნებზე.

ცესკომ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით Smartmatic-ის ბრენდირებული მარკერები, წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომელსაც მტკიცებულების სახით წარვადგენთ, დღეს, ჩვენ სასამართლოზე, სხვა მტკიცებულებებთან ერთად. მარკერი ტოვებდა სწორედ იმ კვალს, რომლის საფუძველზეც ილახებოდა ფარულობის და შესაბამისად თავისუფალი ნების გამოხატვის კონსტიტუციური პრინციპები“,  – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები