აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია ურთიერთთანამშრომლობას იწყებენ.
დოკუმენტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად გათვალისწინებულია უწყებებს შორის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა, რაც დადებით ზეგავლენას მოახდენს დროებით დევნილი მოსახლეობის ჯანდაცვასა და სოციალურ კეთილდღეობაზე.