spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ცესკო – პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაშია აღნიშნული.

“საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია “სმარტმატიკმა“ მოაწოდა.

აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ცესკომ Smartmatic-ის  ბრენდირებული  მარკერები, რომლებიც ელექტრონული არჩევნებისას გამოიყენებოდა, უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით არაბრენდირებულით ჩაანაცვლა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები